გაყიდვების მენეჯერი - ოპტიმო
28-09-2026 - 28-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Optimo-ში გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!

Optimo - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრვუნველყოფს მარაგების, გაყიდვების, შესყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას. ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში. უფრო დეტალურად: https://optimo.ge/

ძირითადი
მოვალეობები

  • ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
  • პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უპირატესობად ჩაითვლება განათლება ფინანსების (ბუღალტერიის) მიმართულებით.

 

ჩვენთან თავს კომფორტულად იგრძნობ თუ გაქვს:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ბუღალტრული და ფინანსური მიმართულებით;

    დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41




ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!