აიტი მხარდაჭერის სპეციალისტი
05-10-2026 - 05-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქციები:
- ოპტიმოს პროგრამის ინსტალაცია, ტექნიკურად გამართვა და შემდგომ მომსახურება.
- ტექნიკური ინციდენტების დროს მყისიერი რეაგირება და პრობლემის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრა.
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაფიქსირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების დამხმარე მოწყობილობებთან კონფიგურირება და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
- პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერა და პრობლემური საკითხების მოგვარება, მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.
- სხვადასხვა პროცესებისთვის დამხმარე პერიოდული რეპორტების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირებისა და მომსახურების ცოდნა;
- ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა;
- Excel-ში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- 5 სამუშაო დღე;
- 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე;
- ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა
დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41